NATO – ერთგული დამცველი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

ორ კვირაში NATO-ს აღმოსავლეთ საზღვერბზე უპრეცედენტო სამხედრო სწავლება იწყება, რომლის მსგავსიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ცივი ომის დასრულების შემდეგ აღარ გაუმართავს. მიზეზი კი სწორედ პუტინის ნეოიმპერიალისტური ზრახვებია. ევროპის არაერთი ანალიტიკოსი და პოლიტიკური ლიდერი საკუთარ მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებს, გააუმჯობესონ სამხედრო მზადყოფნა, თუკი კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება უნდათ.
გერმანულმა BILD-მა გამოაქვეყნა არასრული სცენარი იმისა, რას აპირებს პუტინი, თუკი ში მეტნაკლები გაგებით სამხედრო წარმატებას მიაღწევს. თუ ეს პირობა დაკმაყოფილდა, შემდეგი სამიზნე სუვალკის დერეფანია, ვიწრო ზოლი, რომელიც კალინინგრადის მხარეს ბელარუსთან აკავშირებს და გერმანული გამოცემა წერს, რომ პუტინს შესაბამისი მობილიზაციის გეგმაც უკვე აქვს.
მაგრამ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, პირველი: უკრაინაში უნდა დამარცხდეს და მეორე: NATO-მ უნდა აჩვენოს, რომ კრემლს უმკაცრეს პასუხს გაცემს.
NATO-ს უპრეცედენტო სწავლება აჩვენებს, რომ საჭიროების შემთვევაში რუსეთს უმკაცრეს პასუხს გასცემს. მაგრამ სწავლების სცენარმა, რომელიც თავის მხრივ სადაზვევრვო ინფრომაციას ეყრდნობა, კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა დასავლეთში – რაოდენ მნშვნელოვანია ახლა უკრაინის დახმარება.