ლიზინგმა, ს მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

“ვულოცავ ლიზინგს კაპიტალის ადგილობრივბაზარზე ყველაზე მსხვილი, დოლარში დენომინირებული, საცალო ობლიგაციების წარმატებულ განთავსებას – ფასიან ქაღალდებზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნადაფიქსირდა; ხაზგასასმელია, რომ ობლიგაციებისინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან, რაცკომპანიის მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა. მოხარული ვარ, რომ კაპიტალის ბაზარზეაქტიურობას აგრძელებს – ერთობლივად უკვე 5 საჯარო ემისია გვაქვს განხორცილებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ს ჩართულობით ადგილობრივ ბაზარზე 11 საჯარო ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა მოცულობამაც 800 მილიონ ლარამდე შეადგინა.წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი განთავსებები და შედეგად, მყარად ვინარჩუნებთ ბაზრის ლიდერის პოზიციას”, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალისდირექტორი.
„მინდა მივულოცო თიბისი ლიზინგს 45 მილიონიდოლარის მოცულობის ობლიგაციების წარმატებითგამოშვება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძოსექტორის მზაობასა და ინტერესს გამოიყენოს კაპიტალისბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასაქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისსტრატეგიული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიცსააგენტო “აწარმოე საქართველოში” ბიზნესისმხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს და ხელსუწყობს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებსდაფინანსების ალტერნატიული წყაროებით ისარგებლონ. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს რეკორდული შედეგები გვექნება და ვფიქრობ, მსგავსი მიღწევები სხვა კომპანიებსაც წაახალისებს”,-მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი.
“მოხარულები ვართ, რომ , როგორც ბაზრის ლიდერი კომპანია, საიმედო პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთ წარმატებულ პრეცედენტს ქმნის ქართულ რეალობაში. $45 მილიონი დოლარისობლიგაციები პრეცედენტულია და პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც ადგილობრივ რითეილბაზარზე გვინახავს. ობლიგაციების განთავსებითმოზიდული ფინანსური რესურსი სრულად მიმართულიიქნება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის (MSME) სექტორის დაფინანსებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. თიბისი ლიზინგი ამ რესურსის მეშვეობით კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას, გააუმჯობესებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდის შექმნას. ეს არის არა მხოლოდ ფინანსური წარმატება, არამედმკაფიო სიგნალი, რომ ბაზრის ნდობა ჩვენი კომპანიისმიმართ ძალიან მაღალია”,– გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.
„თიბისი ლიზინგი“ საქართველოს სალიზინგო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და 2013 წლიდან ინდუსტრიისლიდერია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობსსხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის ფინანსურ ლიზინგს, საოპერაციო ლიზინგსა და უკულიზინგს. 2025 წლისივნისის მდგომარეობით, „თიბისი ლიზინგს“ ბაზრის 86%-იანი წილი უჭირავს და მისი პორტფელი 604 მილიონ ლარსშეადგენს. ემიტენტის 100%-იან მფლობელსსაქართველოში წამყვანი კომერციული ბანკი, სს თიბისიბანკი წარმოადგენს. „თიბისი ლიზინგს“ საქართველოსარასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზემაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მიღებული Fitch Ratings-ისგან – ‘BB' სტაბილური პერსპექტივით.
(R)