კრემლმა უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადება „საგაზეთო პუბლიკაციების“ სახით ნახა

16 დეკემბრის დღის პირველი ნახევრისთვის კრემლს ნანახი არ ჰქონდა უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადების ოფიციალური ტექსტი. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა ს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ევროპის ლიდერების განცხადება, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად მრავალეროვანი ძალების შექმნის ინიციატივასაც ეხება, ოფიციალურად ჯერ კიდევ 15 დეკემბერს, ღამით გამოქვეყნდა მათი შეხვედრის მასპინძელი გერმანიის მთავრობის საიტზე.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პესკოვს მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, როგორ აფასებს კრემლი უკრაინის შესახებ ევროკავშირის ლიდერების განცხადებას.
„ჩვენ ჯერჯერობით ვნახეთ საგაზეთო პუბლიკაციები. საგაზეთო პუბლიკაციებზე რეაგირება არ გვექნება. რაიმე ტექსტი ჯერ არ გვინახავს“, – განაცხადა პესკოვმა. კრემლის პრესმდივნის თანახმად, „გააანალიზებენ მაშინ, როცა ნახავენ“.
14-15 დეკემბერს ბერლინში გაიმართა უკრაინის პრეზიდენტ ს და შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკება ვაშინგტონის სამშვიდობო წინადადებებზე.
დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ამერიკულმა მხარემ განაცხადა თანხმობა, ს მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არსებითად იქნება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (ნატოს კოლექტიური თავდაცვა) მსგავსი.
15 დეკემბერს, -უკრაინის მოლაპარაკების მეორე დღეს ბერლინში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ათამდე სახელმწიფოს ლიდერებიც და ევროკომისიისა და ნატოს ხელმძღვანელები.
შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასაც ეხება. ისინი მიესალმნენ -ის სამშვიდობო ძალისხმევას და დაადასტურეს ერთობლივად მუშაობის ვალდებულება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და ეკონომიკური აღდგენა.
განცხადება მოიცავს წინადადებას, ევროპის ხელმძღვანელობით და აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნას მრავალეროვანი ძალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღორძინებას და უკრაინის ცის და ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის უშუალოდ ში ოპერაციების ჩატარების გზით.
ევროპელი ლიდერების განცხადებით, მშვიდობიან პერიოდში უკრაინის არმიის მაქსიმალური რიცხოვნობა 800 ათასი უნდა იყოს, რათა არსებობდეს კონფლიქტების შეკავებისა და უკრაინის ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა. აშშ-ის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმი.
ევროპა აიღებს იურიდიულ ვალდებულებას, მომავალში უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მიიღოს ზომები მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ეს ზომები შესაძლოა, მოიცავდეს არა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ და სადაზვერვო დახმარებას და ეკონომიკურ და დიპლომატიურ მოქმედებებს, არამედ შეიარაღებული ძალების გამოყენებასაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს