ყველა სანქცია რეალურად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა იყო

ყველა სანქცია რეალურად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა იყო
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დადგინდა, რომ მ დაარღვია კონკრეტული იურიდიული პირის უფლებები, როდესაც მას სანქცია დაუსაბუთებლად დააკისრა. დეპუტატის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, თუ რაოდენ უსამართლო იყო საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით,“ – აღნიშნა მან.
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, თუ რაოდენ უსამართლოდ იყო ნებისმიერი სანქცია გამოყენებული საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პოლიტიკური სარჩულით შეფუთული, ოღონდ მითიური, ვითომდა, დემოკრატიის დაცვის საბაბით. რეალურად კი, ეს იყო საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე დასავლეთის მხრიდან უსირცხვილოდ განხორციელებული ზეწოლა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას

იმდენად გაცვითეს შანტაჟის ყველა ინსტრუმენტი, რომ ამ ინსტრუმენტსაც, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, არ აქვს შანტაჟის არავითარი ძალა, საზოგადოება ძალიან საღად აზროვნებს და პრაგმატულად უდგება ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც უსამართლოდ იღებს ევროპული ბიუროკრატია

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე