პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგება იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას – პირს მართვის მოწმობის უფლება იმ მომენტიდან აღუდგება, როცა წარადგენს დასკვნას, რომ აღარ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.
მართვის მოწმობა არ აღუდგება იმ პირებს, ვისაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული აქვს იმის გამო, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადამიანი დაშავდა, ან გარდაცვალების ფაქტი დადგა.
სტატისტიკური მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის:
· ალკოჰოლური თრობის საფუძვლით -18 310;
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის – 1 134;
· ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის – 3 504;
· ქულების ამოწურვისთვის – 781;
· სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით – 327 (აღდგენას არ ითვალისწინებს);
· სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო – 11 389.




