ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები – “ეს იყო ნამდვილი ომი…”

ყველაზე გახმაურებული სექსუალური ძალადობის შემთხვევა რუსეთში: დაზარალებული მაღალჩინოსნის ქალიშვილია, ბრალდებულები პოლიციელები – “ეს იყო ნამდვილი ომი…”
· 71
2018 წელს, უფა­ში, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სამ­მა ოფი­ცერ­მა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რო­მე­ლიც იქ გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. ეს გახ­და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში. გარ­და და­ნა­შა­უ­ლი­სა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გულ­ნაზ ფა­თხლის­ლა­მო­ვა იმ პე­რი­ოდ­ში მე­დი­ის­გან შე­ვიწ­რო­ე­ბას გა­ნიც­დი­და. და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო არა­ერთ შემ­ზა­რავ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში. BBC-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გო­გო­ნა ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და ეს ხუთი წელი და რა და­ეხ­მა­რა მას გა­დარ­ჩე­ნა­ში.

· 2018 წლის ოქ­ტომ­ბრის მი­წუ­რულს რუ­სულ მე­დი­ა­ში უფას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნაც და ბრალ­დე­ბუ­ლიც -ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.
23 წლის გულ­ნაზ ფა­თხლის­ლა­მო­ვამ მუ­შა­ო­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო, მაგ­რამ თვე­ნა­ხე­ვარ­ში სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ – ქა­ლაქს უფას და კარ­მას­კა­ლინ­სკის ოლ­ქე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ედუ­არდ მატ­ვე­ე­ვი და სა­ლა­ვატ გა­ლი­ე­ვი და უფას რა­ი­ო­ნის მიგ­რა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი პა­ველ ია­რომ­ჩუ­კი. ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი 51 წლის იყო, უმ­ცრო­სი 34 წლის.
”მე რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მა­მა­ცი ქალი, ალ­ბათ, არ ვი­ჩივ­ლებ­დი”, – ამ­ბობს გულ­ნა­ზი და იქვე დას­ძენს, რომ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რა ელო­და მას.
უფას საქ­მე რუ­სეთ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ შემ­თხვე­ვად იქცა. თა­ვად გულ­ნაზ ფა­თხლის­ლა­მო­ვა ამას იმით ხსნის, რომ ინ­ცი­დენ­ტის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, გარ­და ამი­სა, ქა­ლის მამა რე­გი­ო­ნუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და, რაც მე­დი­ის­თვის სწრა­ფად გახ­და ცნო­ბი­ლი.
სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სი ოთხი წელი გაგ­რძელ­და. ფა­თხლის­ლა­მო­ვამ სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა – ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსხვერ­პლი იყო.
ქალი ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად არ და­კავ­ში­რე­ბია, მაგ­რამ პრე­სამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მსხვერ­პლით მა­შინ­ვე და­ინ­ტე­რეს­და.
“ჩემს შე­სა­ხებ უამ­რა­ვი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა. მახ­სოვს, და­ბეჭ­დეს ინ­ტერ­ვიუ ერთ-ერთ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ინ­სტი­ტუ­ტი­დან მიც­ნობ­და, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ამ­ბობ­და, „ის ისე­თი ამ­პარ­ტა­ვა­ნია, ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­და სა­ერ­თო ენას ბი­ჭებ­თან. ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­ეძ­ლო ამის თქმა. ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც ვსწავ­ლობ­დი. ზო­გა­დად ალო­გი­კუ­რი იყო მსგავ­სი შე­და­რე­ბე­ბი“.
ქალი იხ­სე­ნებს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია, ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რეს დად­გა და ფაქ­ტობ­რი­ვად ტკბე­ბო­და, იმით რაც მას შე­ემ­თხვა. “უფას პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იცი­ან რო­გორ გა­ა­ლა­მა­ზონ სა­მუ­შაო ნაც­რის­ფე­რი დღე­ე­ბი. რე­ცეპ­ტი მარ­ტი­ვია – გა­შა­ლეთ კარ­გი სუფ­რა, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა გულ­ნა­ზი გა­ა­ფორ­მებს“, – ასე იწყე­ბო­და ერთ-ერთი სტა­ტია. საქ­მეს ძი­რი­თა­დად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ რო­გორც „პო­ლი­ცი­ის სექს-სკან­და­ლი“. ერთ-ერთ და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი ილუსტრი­რე­ბუ­ლი იყო გომ­ბე­შო­სა და გველ­გეს­ლას გა­მო­სა­ხუ­ლი სუ­რა­თით (გა­მო­ცე­მამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­დი­ში მო­ი­ხა­და).
მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იქცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის რე­ი­ტინ­გე­ბის აწე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­ნი­ხი­ლე­ბა და იქ მე­დია არ უშ­ვე­ბენ. ერთ-ერთი პრო­ცე­სის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ­მა ვებ­სა­იტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია: „უფას სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­ფა­ზე და­ხა­ტა, რო­გორ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს იგი“. „უფას კი­როვ­სკის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ კრე­ა­ტი­უ­ლი გა­მოდ­გა, ნა­ხა­ტის ელე­მენ­ტე­ბით“, – ასე იწყე­ბო­და კი­დევ ერთი სტა­ტია სა­სა­მარ­თლო სხდო­მის შე­სა­ხებ.
“ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დავ­დი­ო­დი, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა მქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ ვცდი­ლობ­დი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ჩემს სი­ტყვებ­ზე“, – ამ­ბობს ფა­თხლის­ლა­მო­ვა.
მას შემ­დე­გაც, რაც 2021 წელს პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში შე­ვი­და, პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ტონი არ შეც­ვლი­ლა. “გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ გა­მომ­ძი­ე­ბელს ასო­ბით მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი სურს – გაჩ­ნდა მე­დი­ა­ში სა­თა­უ­რი, რომ ფატხლის­ლა­მო­ვამ შე­ი­ტა­ნას აჩი­ვა­რი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე.
მე­დი­ის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა ანო­ნი­მუ­რო­ბა. მაგ­რამ ული­ა­ნა სკო­ი­ბე­დამ კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­სა­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­დან – ფატხლის­ლა­მო­ვას ფო­ტო­ე­ბი საც­ვლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის დროს.
ქალი იმ­დე­ნად მძი­მე წნე­ხის ქვეშ აღ­მოჩ­ნდა, რომ ის სამ­სა­ხურ­ში არა­ვის აღარ აყავ­და. ”ვცა­დე მოს­კოვ­ში წას­ვლა, მაგ­რამ იქაც მიც­ნეს. ეს კი­დევ ერთი დარ­ტყმა იყო ჩემ­თვის. სი­ტყვი­ე­რად ყვე­ლა მხარს მი­ჭერ­და და ქმე­დე­ბით არა. ისევ უკან დავ­ბრუნ­დი.”
“მე­დი­ამ აი­ძუ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩემ­ზე ცუ­დად ეფიქ­რათ და მათ მი­აღ­წი­ეს წარ­მა­ტე­ბას, რად­გან მა­შინ მე არ მქონ­და გამ­ბე­და­ო­ბა და მონ­დო­მე­ბა, რომ რა­ღაც მეთ­ქვა სა­კუ­თარ თავ­ზე”, – ამ­ბობს ქალი.
“დიდი როლი ითა­მა­შა იმ ფაქ­ტმა, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ალ­კოჰოლს სვამ­დნენ. მე მჯე­რა, რომ მეთ­ქვა, მა­გა­ლი­თად, ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ მცე­მეს და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, იქ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გი აზრი ჰქონ­და ჩემ­ზე. თუმ­ცა, ისი­ნი არ ეთან­ხმე­ბი­ან იმ ფაქტს, რომ და­მათ­ვრეს“, – გან­მარ­ტავს ფატხლის­ლა­მო­ვა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.
იმ სა­ღა­მოს, სამ­სა­ხურ­ში იყო, რო­დე­საც უფ­რო­სი კო­ლე­გა მი­უ­ახ­ლოვ­და და უთხრა, რომ ფა­თხლის­ლა­მო­ვას მიგ­რა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მისი უშუ­ა­ლო უფ­რო­სი, ედუ­არდ მატ­ვე­ე­ვი იბა­რებ­და და მის წა­საყ­ვა­ნად კომ­პა­ნი­ის მან­ქა­ნა გაგ­ზავ­ნეს.
“რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე რომ სამი უფ­რო­სი მა­გი­დას­თან ის­ხდნენ შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. ეს ხდე­ბო­და რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბა­ში, ჩვენ არ ვი­ყა­ვით რეს­ტო­რან­ში “.
პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გო­გო­ნას უთხრეს, რომ აღ­ნიშ­ნავ­დნენ “რა­ღაც არარ­სე­ბულ დღე­სას­წა­ულს, კო­მსო­მო­ლის დღეს”. სთხო­ვეს ერთი ჭიქა და­ე­ლია.
მატ­ვე­ე­ვი, გა­ლი­ე­ვი და ია­რომ­ჩუ­კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრის­თა­ნა­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თუმ­ცა, ორი თვის შემ­დეგ, 2019 წლის იან­ვარ­ში, თა­ვად ფატხლის­ლა­მო­ვაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მი­ზე­ზი იყო „პო­ლი­ცი­ე­ლის პა­ტი­ვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა“: ფა­თხლის­ლა­მო­ვას სამ­სა­ხურ­ში ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მათ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ მისი უშუ­ა­ლო უფ­რო­სი აი­ძუ­ლებ­და ამის გა­კე­თე­ბას რა­საც ძა­ლა­დო­ბა მოჰ­ყვა.
საქ­მე არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით: ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი ფატხლის­ლა­მო­ვას წი­ნა­აღ­მდეგ 600 ათა­სი რუბ­ლის კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის, გან­ყო­ფი­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თვის – ინ­სტი­ტუტ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მას ხუთი წელი უნდა ემუ­შა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ებ­ში. სა­სა­მარ­თლო შსს-ს მხა­რი და­უ­ჭი­რა და გო­გო­ნას სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ფუ­ლის გა­დახ­და და­ა­კის­რა.
“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ­გვა­რად აჩ­ვე­ნებს სხვებს, რომ უმ­ჯო­ბე­სია არ იჩივ­ლოთ, თუ არ გსურთ სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა და და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­დახ­და“, – გა­ნუ­ცხა­და BBC-ს იუ­რი­დი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ად­ვო­კატ­მა.
“ნამ­დვილ ომს ჰგავ­და, ვინ ვის და­ა­მარ­ცხებ­და”
სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სი 2021 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე გაგ­რძელ­და. სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ამ­ტკი­ცებ­და რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ.
ჯერ 2019 წელს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ჯგუ­ფურ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და მი­ე­სა­ჯა რე­ა­ლუ­რი ვა­დე­ბი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბაშ­კორ­ტოს­ტა­ნის რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: გა­ლი­ე­ვი და მატ­ვე­ე­ვი გა­ა­მარ­თლეს, ხოლო ია­რომ­ჩუკს სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და 4,5 წლამ­დე. თუმ­ცა, 2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­მა­რას სა­ერ­თო იუ­რის­დიქ­ცი­ის მე­ექ­ვსე სა­კა­სა­ციო სა­სა­მარ­თლომ საქ­მე ახა­ლი გან­ხილ­ვის­თვის და­უბ­რუ­ნა ბაშ­კი­რის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს.
შე­დე­გად სა­მი­ვე პო­ლი­ცი­ე­ლი კვლავ დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მატ­ვე­ევ­მა და გა­ლი­ევ­მა შვი­დი წელი მი­უ­სა­ჯეს, ია­რომ­ჩუკს – ხუთ­ნა­ხე­ვა­რი. ცალ­კე სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვეს მი­უ­სა­ჯა ფა­თხლის­ლა­მო­ვას მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა 2,9 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბით (თუმ­ცა ჯერ არ გა­და­უხ­დი­ათ).
მი­უ­ხე­და­ვად სას­ჯე­ლი­სა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს – 2022 წლის აპ­რილ­ში მათ შე­ი­ტა­ნეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სას­ჯე­ლის შეც­ვლის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბის სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბით შეც­ვლის მო­თხოვ­ნით, რო­მე­ლიც არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის კო­ლო­ნი­ა­ში მო­სახ­დელ­თან.
ბრალ­დე­ბუ­ლის დაც­ვის მხა­რე, გო­გო­ნას თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ თა­ვად იყო დამ­ნა­შა­ვე: „ად­ვო­კა­ტებ­მა თქვეს, რომ მიდ­რე­კი­ლი ვი­ყა­ვი ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვის­კენ, რომ ვი­ყა­ვი „სექ­სუ­ა­ლუ­რად გარ­ყვნი­ლი“, ანუ ყვე­ლა მა­მა­კაცს ზედ ვახ­ტე­ბო­დი. ეს ჩემ­თვის შოკი იყო.”
გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ფა­თხლის­ლა­მო­ვას შემ­თხვე­ვაა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა აქ­ტი­ვის­ტე­ბი რუ­სეთ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­დნენ, რომ ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ნი­ცა­დეს ძა­ლა­დო­ბის ფარ­თო სპექტრი, ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ამო­რა­ლურ ქცე­ვა­ში ან სვამ­დნენ ალ­კოჰოლს. ისი­ნი ასე­ვე ცდი­ლო­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ამის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად წარ­მო­ჩე­ნას.
სა­ერ­თო ჯამ­ში, რო­გორც ფატხლის­ლა­მო­ვას ად­ვო­კატ­მა ირი­ნა ვა­ლი­ე­ვამ Mediakorset-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ცი­ას ათი ად­ვო­კა­ტი ჰყავ­და. ჯამ­ში მათ გო­გო­ნას რვა­ა­სამ­დე შე­კი­თხვა და­უს­ვეს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი და­ნა­შა­ულ­თან არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. “ჰკი­თხეს, რო­დის და­ე­წყო მენსტრუ­ა­ცია, ჰქონ­და თუ არა მა­ნამ­დე ანა­ლუ­რი სექ­სი, ჰქონ­და თუ არა სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ჰქონ­და თუ არა სექ­სი ქა­ლებ­თან. ზო­გა­დად, ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობ­დნენ, რომ მო­რა­ლუ­რად გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ იგი“, – თქვა ვა­ლი­ე­ვამ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
“ნამ­დვილ ომს ჰგავ­და, ვინ ვის და­ა­მარ­ცხებ­და. და მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ჩემი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ან უნ­დო­დათ. მე ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე დავ­დე­ქი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხალ­ხი ამ­ბობ­და, რომ ცუდი ადა­მი­ა­ნი ვარ“, – ამ­ბობს ამა­ყად ფატხლის­ლა­მო­ვა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.
ფა­თხლის­ლა­მო­ვას თქმით, მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს. მისი მთა­ვა­რი მხარ­და­ჭე­რე­ბი მშობ­ლე­ბი და ად­ვო­კა­ტი ირი­ნა ვა­ლი­ე­ვა იყ­ვნენ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და.
ფა­თხლის­ლა­მო­ვა ახლა 28 წლი­საა. ის ღიად სა­უბ­რობს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ფულს კერ­ძო იუ­რი­დი­უ­ლი პრაქ­ტი­კით შო­უ­ლობს და იღებს ნე­ბის­მი­ერ საქ­მეს. ძა­ლი­ან უყ­ვარს უფა. ასე­ვე ლედი გაგა, ლანა დელ რეი, კეტი პერი, ბრიტ­ნი სპირ­სი, რი­ა­ნა, ბი­ონ­სე და პუ­სი­კეტ დოლ­სი.
“2000-იანი წლე­ბის გან­წყო­ბა მხო­ლოდ ჩე­მია”, – გან­მარ­ტავს გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში.
ფატხლის­ლა­მო­ვა ყვე­ლა­ზე ხა­ლი­სით სა­უბ­რობს პოპ-მუ­სი­კა­ზე და მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობს.
„ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რე­ბის წერა, შე­მიძ­ლია ოც წუთ­ში დავ­წე­რო სიმ­ღე­რა, ეს ძა­ლი­ან სწრა­ფად ხდე­ბა. მე მჯე­რა, რომ ეს ჩემი სა­ჩუ­ქა­რია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­სი­კა, ვაღ­მერ­თებ და ყო­ველ­დღე ვუს­მენ. ეს არის ჩემი მხსნე­ლი“, – ამ­ბობს ფატხლის­ლა­მო­ვა ინ­ტერ­ვი­უ­ში.
„კერ­ვა ვიცი. კარ­გად შე­მიძ­ლია ხატ­ვა, მუ­სი­კის კე­თე­ბა. შე­მიძ­ლია გა­სა­ო­ცა­რი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა. შე­მიძ­ლია ელე­გან­ტუ­რად ჩა­ვიც­ვა და გა­ვა­კე­თო ის, რაც მინ­და და ვფიქ­რობ, რომ ამას ვე­რა­ვინ ამიკ­რძა­ლავს და არ მა­ინ­ტე­რე­სებს რას ამ­ბო­ბენ ჩემ­ზე “, – ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლოს ფატხლის­ლა­მო­ვა.