აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, უთხრა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს შექმნა იქნებოდა, ღაზის სექტორის ოკუპაცია კი – “დიდი შეცდომა”.
ბაიდენმა 15 ნოემბერს ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს ღაზაში მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც დატყვევებული ჰყავს რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს,“ რომელიც აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
