ტრამპმა ს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შესთავაზა – Reuters

შეერთებულმა შტატებმა კიევს ნატოს სტილის უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა, ამიტომაც ამერიკელმა და ევროპელმა მომლაპარაკებლებმა ომის დასრულების საქმეში პროგრესის შესახებ განაცხადეს, თუმცა ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო როიტერი.
გამოცემის სტატიის თანახმად, -ის პრეზიდენტის, ს მიერ გაგზავნილმა ელჩებმა “უპრეცედენტო შეთავაზება” ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ სთან მოლაპარაკებების დროს გააკეთეს, თუმცა გააფრთხილეს, რომ უსაფრთხოების გარანტიების ეს დაპირება მაგიდაზე სამუდამოდ არ იდება ანუ მან გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.
გერმანიის დედაქალაქში გამართულმა მოლაპარაკებებმა ევროპელ ლიდერებში გარკვეული ოპტიმიზმი გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის დასრულების გზაზე. თუმცა, როიტერი წერს, რომ ჯერ მოსკოვი უნდა დაეთანხმოს გერმანიაში განხილულ საკითხებს და კრემლს ეს სურვილი ჯერ არ უჩვენებია.
„ჩვენ ვცდილობთ ამის [ომის დასრულება] მიღწევას“, – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში, როდესაც ბერლინში გამართულ მოლაპარაკებებზე ჰკითხეს. „ჩვენ არაერთი საუბარი გვქონდა ს პრეზიდენტ (ვლადიმერ) პუტინთან და ვფიქრობ, რომ ახლა [შეთანხმებასთან] უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე და ვნახოთ, რას გავაკეთებთ“, – დასძინა ტრამპმა.
ევროპელი ლიდერები სიფრთხილით მიესალმნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეცვლილ პოზიციონირებას.
„ომის დაწყების შემდეგ პირველად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა“, – განაცხადა შეხვედრების მასპინძელმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„დღეს პირველად მქონდა განცდა… რომ ყველა ერთი ბანაკის მოკავშირეების მსგავსად იქცეოდა“, – განუცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ბერლინიდან გამგზავრების შემდეგ თვითმფრინავში. „პირველად მოვისმინე ამერიკელი მომლაპარაკებლების პირიდან… რომ ამერიკა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემაში ისე ჩაერთვება, რუსებს ეჭვი არ შეეპარებათ რომ ამერიკის პასუხი სამხედრო იქნება, თუ რუსები კვლავ თავს დაესხმებიან ს“.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი „უფრო ნათელი და სანდო“ გახდა, რასაც მან მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. „თუმცა, ბევრი რთული კითხვა რჩება, განსაკუთრებით ტერიტორიების და იმის შესახებ, სურს თუ არა რუსეთს საერთოდ მშვიდობა“, – განაცხადა კრისტერსონმა ბერლინის მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებაში.
ტერიტორიული საკითხი
ზელენსკიმ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თუ მოსკოვი უარყოფს კიევს, ვაშინგტონსა და ევროპელ ლიდერებს შორის განხილულ წინადადებებს, ის -ს სთხოვს, რუსეთს სანქციები დაუწესოს და უკრაინას მეტი იარაღი, მათ შორის შორი მოქმედების რაკეტები მიაწოდოს.
„ვფიქრობ, ამერიკა სანქციებზე ზეწოლას განახორციელებს და მეტ იარაღს მოგვცემს, თუ ის (პუტინი) ყველაფერს უარყოფს“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს WhatsApp-ის ჩატში.
მან დასძინა, რომ მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტების მიმართულებით, შობის პერიოდში.
როიტერის თანახმად, ერთ-ერთი კარგად ინფორმირებული ოფიციალური პირისაგან მოისმინეს, რომ აშშ უკრაინისაგან დაჟინებით მოითხოვს, აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონიდან თავისი ძალები გაიყვანოს, რაც იქნებოდა მასშტაბური დათმობა სთვის და რამაც შეიძლება უკრაინაში სასტიკი უკმაყოფილება გამოიწვიოს.
ზელენსკიმ, რომელმაც ადრე ტერიტორიული დათმობების საკითხს „მტკივნეული“ უწოდა, მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა დონბასს რუსულად არ აღიარებს არც „დე იურე და არც დე ფაქტო“.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებთან სატელეფონო კონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ საკითხების 90%-ზე შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული საკითხები კვლავ რჩება მოუგვარებელ თემად, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ „ჩვენ გვაქვს მრავალი განსხვავებული გადაწყვეტა“.
უკრაინამ ადრე განაცხადა, რომ არ დაუთმობს ტერიტორიას რუსეთს, რომელმაც 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყნის თითქმის 20% დაიკავა.
ევროპელმა წყარომ, რომელიც ბოლო მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული იყო, განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ არ გადაუხვევია თავისი ტერიტორიული მოთხოვნებიდან. „ატმოსფერო კარგია, მაგრამ მიზნები არსებითად საკმაოდ შორს დგას ერთმანეთისგან“, – თქვა წყარომ.
ნატოს სტილის გარანტიები
ზელენსკი ბერლინში მოლაპარაკებებს აწარმოებდა აშშ-ის ელჩ სტივ ვიტკოფთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, ასევე ევროპელ ლიდერებთან.
როიტერი წერს, რომ კიევზე ტრამპი ინტენსიურ ზეწოლას ახდენს, რომ დათმობებზე წავიდეს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინში განხილული შეთანხმების თანახმად, უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსია, რაც ავალდებულებს ალიანსს, დაიცვას ნებისმიერი წევრი, რომელსაც მტერი თავს დაესხმება.
აშშ-ის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთს პრობლემა არ აქვს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და რომ ტრამპს არ სურს რუსეთს ევროპის საქმეებში დამატებითი ხელის ფათურის საშუალება მიეცეს.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპს სჯერა, დათანხმდება უკრაინაზე მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების გავრცელებას.
ზელენსკიმ თქვა, რომ განსახილველი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი დეტალურია, თუმცა მან დასძინა, რომ მასზე ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობა.
სავარაუდოდ, სამუშაო ჯგუფების შეხვედრა აშშ-ში მომავალ შაბათ-კვირას გაგრძელდება, შესაძლოა მაიამიში „მზად ვართ თუ არა რუსეთში წასასვლელად საჭიროების შემთხვევაში? რა თქმა უნდა“, – დასძინა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.