ხვიჩა და პსჟ კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულისთვის კატარში ითამაშებენ

სა და პსჟ-ს 2025 წლის დასრულება კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულით, საკონტინენტთაშორისო თასით შეუძლიათ, რისთვისაც ბრაზლიურ “ფლამენგოს” კატარში შეხვდებიან.
პარიზული კლუბი წელს მხოლოდ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ვერ შეწვდა, ისე კი 5 ტიტული აქვს და რაც მთავარია, მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.
რაც შეეხება საკონტინენთატშორისო თასს, ძირითადად ფინალში აქ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბები ეთამაშებიან და უპირატესობა ევროპელთა მხარესაა.
აღსანიშნავია, რომ პსჟ მაოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ბრაზილიურ კლუბთან, “ბოტაფოგოსთან” დამარცხდა.
“ფლამენგომ” ეს ტიტული 1981 წელს, “ლივერპულის” დამარცხებით მოიპოვა, როცა ლივერპულელების თბილისის “დინამოსთან” ევროპის სუპერთასისთვის შეხვედრა არ შედგა. ახლო წარსულში მშვენიერ მცველს, ფელიპე ლუიშს კარგი გუნდი ჰყავს და ზაფხულში -ში მათ ლონდონის “ჩელსის” მოუგეს.
ლუის ენრიკეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს (მხოლოდ ჰაკიმი არაა), რამდენიმე დღეში, ქვეყნის თასზე კი სათადარიგოებით წარსდგება.
ფრანგულ-ბრაზილიური დაპირისპირება აჰმედ ბინ ალიში ოთხშაბათს, ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: შევალიე – ზაირ-ემერი, ბერალდო, მარკინიოსი, მენდეში – ვიტინია, ნევეში, ლი – დუე, დემბელე, კვარაცხელია;
ფლამენგო: როსი – ვარელა, დანილო, პერეირა, ლუკასი – პულგარი, ჟორჟინიო – კარასკალი, დე არასკაეტა, ევერტონი – პლატა.
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
“მეცი” – პსჟ. სასტარტოში მხოლოდ ერთი ქართველია
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?