“ვერ ხვდება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” უნდა წავიდეს?” – “მანკუნიანელთა” ყოფილი ლეგენდა ანტონიზე

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ლეგენდამ დუაით იორკმა Talksport-თან ინტერვიუში, “მანკუნიანელთა” გარემარბ ანტონიზე ისაუბრა.
იორკის თქმით, ბრაზილიელმა ტენ ჰაგის გუნდი, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს.
“მანჩესტერ იუნაიტედში” ბევრი ფეხბურთელი გვინახავს, რომლებმაც გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს, ასევე გვინახავს მოთამაშეები, რომელთა სანაცვლოდაც დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა ღირებული ვერაფერი შექმნეს, ანტონი ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება. ვერ ვხვდები, რატომ არ ცდილობს მის გაყიდვას “იუნაიტედი”?, – განაცხადა იორკმა.
შეგახსენებთ, ანტონი “წითელ ეშმაკებს” 2022 წელს 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბრაზილიელმა შემტევმა “მანკუნიანელთა” ფორმა 66-ჯერ მოირგო, თავი
კი 8 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში