მიხაილ კალუგინი – სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის – თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს

მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის ს წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა.
„რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. მთავარია, რომ საქართველო ანტირუსულ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდეს“, – განაცხადა კალუგინმა.
მისი თქმით, რუსეთი „საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის.
„თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს“, – დასძინა მან.
კერძოდ, კალუგინის თქმით, საქართველო არ შეუერთდა „ანტირუსული სანქციების კოალიციას“ და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს“.
„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახებ სარგებელი მოაქვს“, – განაცხადა კალუგინმა.