“სიკვდილს ვნატრობდით” – ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში – New York times-ის სკანდალური მასალა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York times-ი, საქართველოში სუროგაციის შავ ბიზნესზე წერს. ათობით მსხვერპლი ამბობს, რომ მოატყუეს, ქვეყანაში უშვილო წყვილებისთვის ბავშვების გასაჩენად ჩამოიყვანეს, მაგრამ საქმე კვერცხუჯრედების სავარაუდო ქურდობამდეც კი მივიდა.
New York times-მა იმ ქალების შემზარავი ისტორიები შეაგროვა, ვინც ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა. ის ვინც გაქცევა და სამშობლოში დაბრუნება შეძლო ამბობს, რომ საქართველოში სიკვდილს ნატრობდა. ქალები ამბობენ, რომ თბილისის იდუმალ სახლებში გამოკეტილებს, ხშირად თვითმკვლელობაზეც უფიქრიათ.
წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა მაშინვე იწყებოდა, როგორც კი ტაილანდელი ქალები თბილისში ჩამოყავდათ. New York times-ი წერს რომ ამის შემდეგ ქალებს პასპორტებს ართმევდნენ და გაუსაძლის პირობებში ხუთ სხვადასხვა სახლში აცხოვრებდნენ.
ტაილანდელი ქალები ამტკიცებენ, რომ საეჭვო სამედიცინო მანიპულაციებს თბილისში, კლინიკა ლიდერ მედიში უტარებდნენ. New York times-სთვის მიცემულ ინტერვიუში სუროგატი დედები აცხადებენ, რომ ისინი პალატებში შეყავდათ მაგრამ არ ეუბნებოდნენ რას უკეთებდნენ.