ზელენსკი: “ჯერ კიდევ განსხვავებული პოზიციები,” მაგრამ “რეალური პროგრესი”

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ორშაბათს განაცხადა, რომ ბერლინში -ის პრეზიდენტ ს წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკება რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, „არ იყო მარტივი“, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების საკითხში „რეალური პროგრესი“ მოიტანა.

ზელენსკი ორი დღეა ხვდებოდა ტრამპის საგანგებო წარმომადგენელს სტივ უიტკოფს და პრეზიდენტის სიძეს, ჯარედ კუშნერს, იმ ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის, რომელიც2022 წელს ს სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო და რომელიც ტრამპის მიერ თავდაპირველად წარდგენილ წინადადებას ეფუძნება.

ის მიესალმა ვაშინგტონის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ახალ გარანტიებს, თუმცა ასევე განაცხადა, რომ კვლავ არსებობს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ტერიტორიების დათმობა მოუწევს სთვის.
„ტერიტორიაზე საკმარისი ლაპარაკი იყო და ვფიქრობ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ჯერ კიდევ განსხვავებული პოზიციები გვაქვს“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

ოპტიმისტურად განწყობილმა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებამ შექმნა შესაძლებლობა რეალური სამშვიდობო პროცესისთვის და შეაქო უსაფრთხოების „არსებითი“ გარანტიების შეთავაზებისთვის.

ბერლინში ზელენსკიმ შეხვედრა გამართა მასპინძლებთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
შეხვედრაში ჩართული იყვნენ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯა მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი, ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი და სხვა ლიდერები, ისევე როგორც ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რიუტე და ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურზულა ფონ დერ ლაიენი.

აშშ-მა განაცხადა, რომ მან ს შესთავაზა ძლიერი, ნატოს მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები და გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი დათანხმდება მათ, რაც ვაშინგტონის თქმით, დიდი წინსვლა იქნება ომის დასრულების საკითხში.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ბერლინში გამართული მრავალსაათიანი მოლაპარაკებები დადებითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ტრამპი თავის სატელეფონო საუბარში შეეცდება, წინ წასწიოს ეს შეთანხმება.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს უკრაინა, რომ მან უნდა მიიღოს შეთანხმება, რომელიც, მათი თქმით, უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს ნატოს მეხუთე მუხლის შესაბამისად – რომელიც ერთ მოკავშირეზე თავდასხმას ყველაზე თავდასხმად მიიჩნევს.

„ამ შეთანხმების საფუძველი მართლა ძალიან ძლიერი გარანტიების ქონაა — მეხუთე მუხლის მსგავსი — ასევე, უკრაინის სამხედრო ძალების რაოდენობის ძალიან, ძალიან ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი,“ – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა.

„ეს გარანტიები მუდმივად არ იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე. ეს გარანტიები მაგიდაზეა აი, ახლა, თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, თქვა მან.

ტრამპმა ადრე გამორიცხა უკრაინის ნატოში ოფიციალურად გაწევრიანება და რუსეთის მხარეს დადგა, როდესაც ს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებები მოსკოვის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზად მოიხსენია.

გერმანიის კანცლერის – მერცის თქმით, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „უნდა იყოს უზრუნველყოფილი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან მნიშვნელოვანი სამართლებრივი და მატერიალური უსაფრთხოების გარანტიებით, რომლებიც აშშ-მა განსახილველად წარმოადგინა აქ, ბერლინში, სამართლებრივი და მატერიალური გარანტიების თვალსაზრისით“.

ზელენსკიმ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, რომ „ეს საუბრები არასდროს არის მარტივი“, თუმცა, ეს „პროდუქტიული საუბარი“ იყო.

უფრო ადრე, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ოფიციალურმა პირმა AFP-ს განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებს კვლავ სურთ, რომ უკრაინამ აღმოსავლეთ დონბასზე, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისგან შედგება, კონტროლი დათმოს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ტერიტორია სურს“, განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ აშშ უკრაინისგან რეგიონებიდან „გასვლას“ მოითხოვს, რაზეც უარს ამბობს.
ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელებმა ბერლინში შეხვედრის შემდგომ ერთობლივ განცხადებაში წამოაყენეს უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად ევროპის ხელმძღვანელობით აშშ-ს მხარდაჭერით „მრავალეროვანი ძალის“ შექმნის წინადადება.

ეს ძალა იქნება აშშ-სა და ევროპული ძალების მიერ უკრაინისთვის მიცემული „მყარი უსაფრთხოების გარანტიების“ ნაწილი, რომლის მიზანია იმის გარანტირება, რომ რუსეთი არ დაარღვევს ომის დასრულების შეთანხმებას.

განცხადება, რომლის ხელმომწერებს შორის იყვნენ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ისინი ბერლინში ზელენსკის შეხვდნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა კვლავ ფართო მხარდაჭერა უნდა მიიღონ და უნდა შეინარჩუნოს მშვიდობიან დროს 800 000 ჯარისკაცის რაოდენობა.

მშვიდობას ასევე უზრუნველყოფს „აშშ-ს ხელმძღვანელობით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმი“, რომელიც გამოავლენს დარღვევებს და „უზრუნველყოფს ნებისმიერი მომავალი თავდასხმის შესახებ წინასწარ გაფრთხილებას “, ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნებმა ასევე უნდა აიღონ „იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება, მათი პროცედურების დაცვით, მიიღონ ზომები მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში“.

განცხადებას ხელი მოაწერეს ასევე დანიის, ფინეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერებმა, ასევე ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელებმა.

ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია უკრაინის ეკონომიკის აღდგენის მნიშვნელობა. ხელის მომწერები მხარს უჭერენ ხელსაყრელ სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას, ისევე როგორც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას.

თუმცა, მოლაპარაკებები არ არის დასრულებული და განცხადებაში წერია, რომ „არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ იქნება შეთანხმებული“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ახლა რუსეთის მოვალეობაა, გამოხატოს მზადყოფნა, პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიღებით იმუშაოს ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და ზავზე დათანხმებით გამოავლინოს თავისი ერთგულება საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მიმართ “.

მანამდე, ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები „შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ ზეწოლის გაზრდას რუსეთზე, სერიოზულ მოლაპარაკებებზე დაყოლიების მიზნით”.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ