Diario Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და “ბარსელონას” მმართველ ჟოან ლაპორტოს შორის ცივი ომი მიმდინარეობს.
გამოცემის მტკიცებით, ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციონერებს ურთიერთობა გაუფუჭდათ და კომუნიკაციაც აღარ აქვთ.
წყაროს ცნობით, ძალიან ბევრი ელოდა, რომ საუდის არაბეთში გამართულ სუპერთასის ფინალურ ეტაპზე ლაპორტა და პერესი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ინიციატივა არცერთმა მხარემ არ გამოიჩინა და შეხვედრის ორგანიზების მცდელობაც არ ყოფილა.
როგორც ესპანური მედია საშუალება აცხადებს, ჟოან ლაპორტა ფლორენტინო პერესზე იმ მიზეზით არის გაბრაზებული, რომ მისი აზრით, “რეალი” “ნეგრეირას
საქმით” ხეირს ეძებს და კატალონიელთა პრობლემების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს. ახლო პერიოდში ურთიერთობების დათბობა მოსალოდნელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეაზე უარი არ უთქვამთ და გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ ტურნირის განხორციელებას ერთად ცდილობდნენ.