“შენ გამო ვწუხვარ” – მანე ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

აფრიკის თასზე სენეგალმა კამერუნის ნაკრები 3:1 დაამარცხა, მატჩის დასრულების შემდეგ სადიო მანემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს ნაკლებად დაფასებულად, მას შემდეგ, რაც “ლივერპული” დატოვა.
“შენ გამო ვწუხვარ, ფიქრობ, რომ თუ ფეხბურთელი ევროპას დატოვებს, ნაკლებად დაფასებული იქნება?
საბედნიეროდ, საუდის არაბეთში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, დანარჩენი ნაკლებად მაღელვებს”, – განაცხადა მანემ.
შეგახსენებთ, მანემ მიმდინარე სეზონში “ალ ნასრის” მაისურით ჯამში 26 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში