“უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ” – “ბაიერნის” სპორტული დირექტორი

“ბაიერნი” დაიო უპამეკანოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ცდილობს. ფრანგ ცენტრალურ მცველს მიუნხენელებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ჯერჯერობით “რეკორდმაისტერთან” თანამშრომლობის გაგრძელებას არ ჩქარობს.
“ბაიერნის” სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის თქმით, კლუბი ფრანგ ცენტრალურ მცველთან ახალ ხელშეკრულებაზე მსჯელობს და ორივე მხარეს მოლაპარაკებების დადებითად დასრულების იმედი აქვთ.
“ვრცელდება ჭორები, რომ მან, სავარაუდოდ, ჩვენი შეთავაზება უარყო და ულტიმატუმი წაგვიყენა. ეს ყველაფერი სისულელეა. ჩვენი მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურია. ნემსის
კარგი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე, მაგრამ ამას ვერ დაგპირდებით. საერთო ჯამში, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში უკვე გავახანგრძლივეთ კონტრაქტები რამდენიმე ფეხბურთელთან. და ძალიან გვსურს ახალი შეთანხმების მიღწევა უპამეკანოსთან”, – თქვა ებერლიმ.
შეგახსენებთ, 27 წლის ფრანგის გადაბირებით მადრიდის “რეალიც” ინტერესდება.
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო “ბაიერნში” – გერმანულმა გუნდმა “მილანი” დაამარცხა
“ლივერპული”, “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” “კრისტალ პალასის” მცველისთვის იბრძვიან
“ბორუსიადან” “ბორუსიაში”? – ტერ შტეგენი “დორტმუნდსაც” უნდა
“ახალ მწვრთნელზე არ ვფიქრობ” – “ბაიერნი” სეზონის გადასარჩენად მთელი ძალებით “არსენალთან” დაპირისპირებისთვის მოემზადება
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ბოატენგი,უპამეკანო,ალაბა თუ ზულე? “ჩელსის” დაცვის ხაზის გაძლიერება სურს
“კეთროვან და მავნებელ” დემბელეს 120 მილიონად ყიდიან
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი: “იუვე” თუ “არსენალი”?
“მიონხენგლადბახი”: მეორე “ბორუსიაც” დაკომპლექტდა!
“ლივერპულმა” შესაძლოა, “ბაიერნის” მცველი უფასოდ დაიმატოს
[VIDEO] “ბაიერნის” 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა – “რეკორდმაისტერმა” “უნიონ ბერლინი” ვერ დაამარცხა
“უნდა ვაღიაროთ, რომ “ბაიერნი” ევროპაში საუკეთესო კლუბია