რა შეეშალა ივანიშვილთან ღარიბაშვილს? – “მე ვარ საქართველოს პარლამენტარი” ლაშხი

–მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, შესაბამისად, ჩემს კომპეტენციაში სამართლებრივი საქმიანობა არ არის. მთავარი და ძირითადი არის ის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც სახელმწიფო ინტერესებიდან გადაუხვევს აგოს პასუხი.
–მთავარი არის ქვეყანასთან არ შეგეშალოს და ხალხთან არ შეგეშალოს… ბრალი რაზეც აქვს წაყენებული ის (შეეშალა).
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი 24 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიება მას სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა.
ექსპრემიერს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის გირაო შეეფარდა. ასევე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილის საქმის განხილვამ სასამართლოში 2 თვით გადაიწია.