IDF აცხადებს, რომ იპოვეს გვირაბი, სადაც “ჰამასს” 20 მძევალი ჰყავდა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხან იუნისში აღმოაჩინეს გვირაბი, სადაც “ჰამასს” მძევლები ჰყავდა. IDF-ის სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, გვირაბში შესულ მებრძოლებს ადგილზე ტერორისტები დახვდათ.
ს თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შევიდნენ გვირაბში, სადაც მათ ტერორისტები შეხვდათ…
ბრძოლა ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. გვირაბში განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები”, – განაცხადა ჰაგარმა
ჰაგარის განცხადებით, გვირაბში მათ მძევლები არ დახვდათ, თუმცა როგორც ირკვევა “ჰამასს” დაახლოებით 20 მძევალი არაამიანურ პირობებში ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.