პარიზი მოდის კვირეულს მასპინძლობს. ამერიკელი მხატვრის, მოდის დიზაინერის მიერ დაფუძნებული ბრენდის – Kidsuper-ის შოუზე ქართული მუსიკის რიტმი იყო გამოყენებული. KidSuper-ის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის ჩვენების ფინალი აჭარული განდაგანას ფონზე დაიხურა.
ვიდეო Women’s wear daily-ის (WWD) Instagram-ზე გამოქვეყნდა. ცნობილ გამოცემას 1,8 მილიონიანი გამომწერი ჰყავს.