ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 იანვარს ბელარუსის ლიდერი მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა. ვიზიტისას ლუკაშენკო შესამჩნევად კოჭლობს და ამბავს ასე იხსენებს:
„შეშას ვჩეხავდი, 80-კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე. ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი. და მერე”… – ამბობს ლუკაშენკო.
ტრავმის გამო ქვეყნის პირველმა პირმა ვერ მიიღო მონაწილეობა მოგილევის ოლქში დაგეგმილ ჰოკეის ამხანაგურ მატჩში.

ასევე დაგაინტერესებთ