ირაკლი ყანდაშვილი – როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას

როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, არჩევნების მეორე ტურში გასულმა ირაკლი ყანდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მეორე ტურში გასულ ირაკლი ჩომახაშვილს შედეგები მიულოცა.
„არჩევნებში ადვოკატებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ ეტაპზე თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მეორე ტური არის. რაც შეეხება, საბჭოს, აღმასრულებელ და ეთიკის კომისიას, იქ უკვე შედეგები ცნობილია.
მოხარული ვარ, რომ ჩემი თანამოაზრეების უმრავლესობა არის ამ ორგანოებში, თუმცა ჩვენ ყველანი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ვულოცავ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, მეორე ტური დაინიშნა. როგორც ადვოკატთა ასოციაციას შეეფერება, ჩატარდება მეორე ტური და დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას”,-განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109 ხმა.
კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია