2 მოკლული და 9 დაჭრილი – რა მოხდა ბრაუნის უნივერსიტეტში

აშშ-ში, როდ-აილენდში მდებარე ბრაუნის უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. სროლა Barus & Holley-ის საინჟინრო შენობაში, გამოცდების პერიოდში მოხდა.
Reuters-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.
უნივერსიტეტში თავდასხმის შემდეგ გამოცხადებული იყო უსაფრთხოების მკაცრი რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა კამპუსის გარკვეული ზონები კვლავ გამოძიების ადგილად რჩება.
ბრაუნის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებიც სწავლობენ და გავრცელებული ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში