ავსტრალიაში, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა – გამოძიებას კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს

ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის ცნობით, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 29 დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალი სამხრეთ უელსის პრემიერმა, კრის მინსმა დაადასტურა, რომ დაღუპული 12 პირიდან ერთ-ერთი თავდამსხმელია, მეორე ეჭვმიტანილი კი დაკავებულია.
მისი თქმით, თავდასხმა სიდნეის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული.
პოლიციის კომისარმა მალ ლანიონმა განაცხადა, რომ ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?