უკრაინაში ასიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება რუსეთის თავდასხმების შემდეგ

უკრაინაში ასიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა, რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება კვირას დილით გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ჩერნიგოვის, დონეცკის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
ოდესის ოლქზე დარტყმები რამდენიმე ღამის განმავლობაში გრძელდება. 13 დეკემბრის ღამის თავდასხმების შემდეგ ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კვირას დილით იუწყებოდნენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ოლქის 100 ათასამდე ოჯახს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 14 დეკემბრის ღამით რუსეთის არმიამ უკრაინაზე დარტყმა მიიტანა Iskander M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 138 დრონით. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე