ხაშურის მერია – ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და წაიქცა ხეები

ძლიერი ქარის შედეგად, ხაშურში და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და წაიქცა ხეები. ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდზე ვრცელდება.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც.
„რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და უწყებები.
მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 0368 24 15 02. რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტოს „ფეისბუქ გვერდი“ „ხაშური ჩემი ქალაქი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?