უნგრეთში გაიმართა მასშტაბური აქცია არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში ბავშვებზე ძალადობის გამო

მრავალათასიანი აქცია გაიმართა ბუდაპეშტში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში, ბავშვებზე ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროვების შემდეგ.
დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. მათ ოპოზიციის ლიდერის, პიტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს ადმინისტრაციისკენ მსვლელობა გამართეს.
დემონსტრანტებს ხელში ეკავათ ბანერი წარწერით – „დაიცავით ბავშვები“.
მოქალაქეები აპროტესტებდნენ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტებს, რომლის ამსახველი კადრებიც 10 დეკემბერს გასაჯარობდა.
ზუსტად როდის არის გადაღებული კადრები, ამ დროისათვის უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, კადრები რამდენიმე წლის წინ უნდა იყოს გადაღებული.
არასრულწლოვანთა ცენტრში მომხდარი ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.
მას პროსტიტუციაში, ფულის გათეთრებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ედება ბრალი. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შვიდი ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
10 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრ ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უნგრეთის მთავრობამ სახელმწიფო მართვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრები პოლიციის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ გადაიყვანა.
ოპოზიციის ლიდერმა პეტერ მაგიარმა, რომლის პარტია “Tisza”, აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო ს წინ, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობს, 9 დეკემბერს ვიქტორ ორბანს გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი ს ჩატარება მოითხოვა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }