ირაკლი ყანდაშვილი – მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული

ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ის იმედოვნებს, რომ ადვოკატები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ადვოკატთა ასოციაციაში ვირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, მოლოდინი არის პოზიტიური. მაქვს მოლოდინი, რომ ბევრი ადვოკატი მოვა და სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ადვოკატთა პროფესიის განვითარებას და თითოეული ადვოკატის უფლებრივ უზრუნველყოფას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატის უფლებები განუხრელად იქნება დაცული მომდევნო 4 წლის განმავლობაში“ , -განაცხადა ყანდაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების მიმდინარეობს. მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. ასოციაციის თავმჯდომარეობის სურვილი სულ 6-მა კანდიდატმა გამოთქვა.
კომისიის 15-მა წევრმა, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, არჩევანი ირაკლი ყანდიაშვილის, გიორგი მარიამიძის, მანუჩარ ჭუმბურიძის, ირაკლი ჩომახაშვილისა, მუხრან ღურწკაიას და ნიკოლოზ კვანტრიშვილს შორის უნდა გააკეთონ.
ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია