კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. სარჯველაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” “ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს.”
“მას ასეთი მოსაზრება აქვს, შეიძლება აქვს რაიმე ღირებულება, რომლის ერთგულების გამოც, მიაჩნია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი რამ არის ახლა საპირწონედ, რომლის გამოც გამართლებულია კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მცდელობებისა, რომ ჩინეთთან ჰქონდეს აქტიური პარტნიორული ურთიერთობები. გამიჭირდება ამის ზუსტად ახსნა, მაგრამ ჩემი მოსაზრება გახლავთ თვისებრივად განსხვავებული, იმისგან, რაც არის მოსაზრება, რომ, თითქოსდა, ჩინეთთან ურთიერთობა არ წარმოადგენს ინტერესის საგანს საქართველოსთვის, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ჩინეთთან ურთიერთობა სწორედ რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს