ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში, პსჟ-მ გასვლაზე „მეცს“ დაძაბულ მატჩში 3:2 სძლია.
მასპინძელთა გუნდში გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა. სტუმართა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენა და 67-ე წუთზე შეუშვა მოედანზე.
შეხვედრა ლამაზი სანახავი გამოვიდა, „პარი სენ ჟერმენი“ 2:0-ს იგებდა, რის შემდეგაც წიტაიშვილის წამოწყებული კომბინაცია დემენგემ დააგვირგვინა. მეორე ტაიმში „მეცი“ ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი ძალებით წავიდა წინ, „ზურგი მოუშიშვლდა“ და სწრაფი კონტრიერიშისას დუემ ფიშერის კარი დალაშქრა. ძალიან აქტიურობდა წიტაიშვილი, ჯერ მისი სახიფათო შეტევა ზაირ-ემერიმ უხეშობით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მერე კი გიორგიმ საფონოვს ლამაზი გოლი გაუტანა.
პსჟ ამ მომენტისთვის 36 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს ჩაატარებს – თასის 1/32-ფინალში სტუმრად სამოყვარულო „ფონტენეს“ შეხვდება. „მეცი“ 11 ქულით აუტსაიდერია და 20 დეკემბერს თასზე გასვლაზე ნაციონალ 2-ის (რანგით მეოთხე დივიზიონი) „ბისაიმს“ დაუპირისპირდება.
მეცი – პსჟ 2:3
გოლები: 0:1 რამუში (31), 0:2 ნჯანტუ (39), 1:2 დემენგე (42), 1:3 დუე (67), 2:3 წიტაიშვილი (80)
· L.J. Zait emeri sakmaod atria gushin giom!!!mase gaagrdzele!!!
· jo საფონოვს კიარა პსჟს გაუჯინა სი ტვინგალი.
· Deme svani საფონოვს კიარა მთელ პსჟ-ს გაუჩხირა კვარას გამოკლებით,პირველ რიგში ბარკოლას.
· ჰკა, წიტა, ჰკა! დიდებული გოლი გაუტანა, მაგარია გიორგი. წარმატებები!!
· დეპუტატი გენადაი რა დონის სულწაწყმედილი და რუსეთუმე უნდა იყო, რომ საფონოვის გამო ვინმეს დისლაიქები დაუწერო.
· გამიხარდა. საფონიოვს რომ გაუჩხირა. 😁
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი – “სპორტინგმა” მეტოქე გაანადგურა
[VIDEO] დავითაშვილის დუბლი “სენტ-ეტიენისთვის” გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში – “მეცი” “ბრესტთან” დამარცხდა
წიტაიშვილის 68 წუთი და “მეცის” ზედიზედ მესამე წაგება
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] წიტაიშვილმა “პარი სენ ჟერმენს” ეფექტური გოლი გაუტანა
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” სახლში “რენთან” დამარცხდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ატლეტიკთან” მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ




