ეს ომის გამოცხადებაა – ორბანი რუსული აქტივების უვადო გაყინვაზე

ეს ომის გამოცხადებაა – ორბანი რუსული აქტივების უვადო გაყინვაზე
უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთი ბრიუსელის სქემაში მონაწილეობას არ აპირებს.
„ამასთან, ისინი წევრი სახელმწიფოებისგან დამატებით 135 მილიარდ ევროს ითხოვენ კონფლიქტის გასაღვივებლად. უნგრეთი არ აპირებს ბრიუსელის ამ დამახინჯებულ სქემაში მონაწილეობას. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ესკალაცია“, – აღნიშნავს ორბანი.
ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნება იქამდე, ვიდრე სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და ს პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებოდნენ.