2 გარდაცვლილი და 9 დაშავებული – აშშ-ში, ბრაუნის უნივერსიტეტში უცნობმა პირმა სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ში, როდ-აილენდის შტატის პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტის კამპუსში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა – დაიჭრა. თავდასხმის შემდეგ უნივერსიტეტმა განგაში გამოაცხადა და სტუდენტებს და პერსონალს გარკვეული დროით კამპუსში დარჩენა მოუწიათ, სანამ სამართალდამცველები ტერიტორიას ამოწმებდნენ.
მედიის ცნობით, სროლა მოხდა უნივერსიტეტის ინჟინერიის შენობაში გამოცდების პერიოდში; ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა და მისი ძებნა ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში მკურნალობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში