დავით ასათიანი – ეს არის პროფესიული და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის – კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში

დღეს ადვოკატთა ასოციაცია ირჩევს ახალ მმართველ ორგანოებს – თავმჯდომარეს, აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკის კომისიას და სარევიზიო კომისიას – ეს არის პროფესიული და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის, კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს.
„დიდი აქტიურობაა, ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 5650 ადვოკატს. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ შევქმენით ყველა პირობა, რომ ადვოკატებმა გამოხატონ თავიანთი ნება და თავიანთ რჩეულს მისცენ ხმა, რათა მმართველმა ორგანოებმა განაგრძონ ის საქმიანობა, რაც დაწყებულია ამდენი ხნის განმავლობაში.
წინასაარჩევნო კამპანია, ვფიქრობ, ნორმალურად წარიმართა. ჩვენ კოლეგები ვართ, პროფესიონალი ადვოკატები ვართ და შესაბამისად, გვაქვს ურთიერთპატივისცემის დიდი განცდა და შეგრძნება. რა თქმა უნდა, თავისი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ერთიანობაში პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის. ჩვენ კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა ასათიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია