ქოჩორაშვილის საგოლე პასი – “სპორტინგმა” მეტოქე გაანადგურა

პორტუგალიის ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში „სპორტინგმა“ სახლში აუტსაიდერ „ავეშს“ 6:0 სძლია.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა რუი ბორჟესმა როგორც იქნა ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ქოჩორაშვილი და მან საგოლე გადაცემა გააკეთა – ქართველის პასით ჟენი კატამუმ 37-ე წუთზე გაიტანა.
ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: Whoscored 8.0, Flashscore 7.6, Sofascore 7.4.
„სპორტინგი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“ 2 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 18 დეკემბერს სტუმრად „სანტა კლარას“ დაუპირისპირდება.
სპორტინგი – ავეში 6:0
გოლები: 1:0 სუარესი (32), 2:0 არაუხო (35), 3:0 კატამუ (37), 4:0 არაუხო (47), 5:0 სუარესი (53), 6:0 კატამუ (90+3)
ქოჩორაშვილმა შეიძლება “სპორტინგი” დატოვოს
კარლის რეკორდი – “ბაიერნის” ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
დროშამ ვიდეოგამეორებას ხელი შეუშალა [VIDEO]
ქოჩორაშვილის გარეშე – “სპორტინგი” “ბენფიკას” ფრედ ეთამაშა
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
[VIDEO] ლომინაძის სადებიუტო გოლი პორტუგალიაში – მისმა გუნდმა გაიმარჯვა
ენცო ზიდანი პორტუგალიის “ავეშში” გადავიდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შეუშვეს – “სპორტინგმა” გაიმარჯვა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ბაიერნთან” დამარცხდა