ლიგა 1-ის მეთექვსმეტე ტურში, პსჟ-მ გასვლაზე „მეცს“ დაძაბულ მატჩში 3:2 სძლია.
მასპინძელთა გუნდში გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა. სტუმართა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენა და 67-ე წუთზე შეუშვა მოედანზე.
შეხვედრა ლამაზი სანახავი გამოვიდა, „პარი სენ ჟერმენი“ 2:0-ს იგებდა, რის შემდეგაც წიტაიშვილის წამოწყებული კომბინაცია დემენგემ დაგვირგვინა. მეორე ტაიმში „მეცი“ ანგარიშის გასათანბრებლად დიდი ძალებით წავიდა წინ, „ზურგი მოუშიშვლდა“ და სწრაფი კონტრიერიშისას დუემ ფიშერის კარი დალაშქრა. ძალიან აქტიურობდა წიტაიშვილი, ჯერ მისი სახიფათო შეტევა ზაირ-ემერიმ უხეშობით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მერე კი გიორგიმ საფონოვს ლამაზი გოლი გაუტანა.
პსჟ ამ მომენტისთვის 36 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს ჩაატარებს – თასის 1/32-ფინალში სტუმრად სამოყვარულო „ფონტენეს“ შეხვდება. „მეცი“ 11 ქულით აუტსაიდერია და 20 დეკემბერს თასზე გასვლაზე ნაციონალ 2-ის (რანგით მეოთხე დივიზიონი) „ბისაიმს“ დაუპირისპირდება.
მეცი – პსჟ 2:3
გოლები: 0:1 რამუში (31), 0:2 ნჯანტუ (39), 1:2 დემენგე (42), 1:3 დუე (67), 2:3 წიტაიშვილი (80)
[VIDEO] სალაჰი შეცვლაზე და ეკიტიკეს დუბლი – “ლივერპულმა” “ბრაიტონს” სძლია
[VIDEO] წიტაიშვილმა ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში – “მეცი” “ბრესტთან” დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ატლეტიკთან” მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ




