[VIDEO] “ბარსელონას” დაგეგმილი 3 ქულა “ოსასუნასთან”, გამეორებული რეკორდი და უნიკალური შემთხვევა ევროპის ტოპ 5-ში!

“ბარსელონამ” 2:0 დაამარცხა “ოსასუნა”, რითაც ზედიზედ მე-8 საშინაო გამარჯვება მოიპოვა და სანამ “რეალი” თავის მატჩს ითამაშებს, 7-ქულიანი უპირატესობით მოსწყდა მდევარს.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პირველ ნაწილში “ოსასუნას” საგოლე მომენტები ჰქონდა და დაწინაურებაც შეეძლო, საერთო უპირატესობა ჰანსი ფლიკის შეგირდების ხელში იყო.
იგრძნობოდა, რომ “ბარსელონას” გოლი მხოლოდ დროის ამბავი იყო, თუმცა ეს დრო უსაშველოდ გაიწელა. 70-ე წუთზე ნავსი რაფინიამ გატეხა. მანვე, ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, პედრის პასით, მეორე გოლიც შეაგდო და საბოლოო წერტილ დასვა.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი – “ბარსელონა” ერთადერთი გუნდი გახდა ევროპის ტოპ 5-ში, რომლის ოთხმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 5 და მეტი გოლი გაიტანა: ფერან ტორესი – 11, რობერტ ლევანდოვსკი – 8, ლამიან იამალი და რაფინია – 6-6.
ამასთან, 2017 წლის შემდეგ “ბარსელონამ” პირველად მოიგო ლა ლიგის ზედიზედ 7 მატჩი 2-ბურთიანი სხვაობით, ხოლო ზედიზედ 37 საჩემპიონატო მატჩში გატანილი გოლით გაიმეორა საკუთარი რეკორდი, რომელიც 2018 წლის თებერვლიდან ზუსტად ერთი წლის განმავლობაში დაამყარა.
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში… პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ქართული ფეხბურთის ტრაგიკული დღე | ვიტალი დარასელიას დაღუპვისა და დაკრძალვის აქამდე უცნობი დეტალები…
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია!
“ბარსელონას” მცველს “რეალის” წარუმატებლობა არ უხარია
შეტევის გაძლიერება სურთ – “ბარსელონა” “ფიორენტინას” ფორვარდით ინტერესდება
შფოთვითი შეტევები და იერუსალიმში გამგზავრება – “ბარსელონაში” არაუხოს არ ყოფნის მიზეზი ცნობილია
“ფეხბურთელისთვის ინგლისში თამაში ბევრად მარტივია, ვიდრე ესპანეთში” – ტიერი ანრი
[VIDEO] “ბარსელონამ” კუნდეს დუბლით “აინტრახტს” მოუგო – “ატალანტამ” “ჩელსის” სძლია
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში – “ბარსელონა” “სევილიასთან” 1:4 განადგურდა
აზარმა ბოლო 1,5 წელში პირველად მიიღო საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა – ის ლა ლიგაში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს” – ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ლა ლიგა შეიძლება 28 ოქტომბერს შეაჩერონ
“გოლების გატანა ლა ლიგაში უფრო მარტივია, ვიდრე საუდის არაბეთში” – რონალდო