ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდმა” და “ვრექსჰემმა” ქულები გაიყვეს

ჩემპიონშიპის 21-ე ტურში “უოტფორდი” “ვრექსჰემს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “ყვითლების” რიგებში გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე ჯოშ უინდასმა გახსნა, ამის შემდეგ “უოტფორდი” გააქტიურდა და ინიციატივა სტუმრების მხარეს გადავიდა. 30-ე წუთზე 19 წლის ფორვარდმა მამადუ დუმბიამ ანგარიში გაათანაბრა, 12 წუთში კი ოტმანე მაამამ “უოტფორდი” წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევის ფონზე წარიმართა, 92-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა რეტბორნმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
“უოტფორდი” ჩემპიონშიპში 31 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურის მატჩს 20 დეკემბერს შინ “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართავს.
ვრექსჰემი-უოტფორდი 2:2
გოლები: 1:0 უინდასი (21), 1:1 დუმბია (30), 1:2 მაამა (42) 2:2 რეტბონი (90+2)
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა – “ტენერიფე” “ტრაპანისთან” დამარცხდა
: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა – “ტორონტო” ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, “მეჯიქმა” “მაიამი” დაამარცხა
როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა? – “უოტფორდის” მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდი” “ბირმინგემთან” დამარცხდა
ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა – “უოტფორდი” “პრესტონს” დაუზავდა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა – “უოტფორდის” ქომაგები ამას არ ელოდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე – “უოტფორდის” მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა