“კობახიძის ინვესტორი” – რატომ გაიქცა ქვეყნიდან, სადაა ახლა და რას სთხოვდნენ მას?

2 თვის წინ, გამოცემა მოზაიკა წერდა, რომ ქარელელმა ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში “ქართულ ოცნებას” აფინანსებდა, საქართველო დატოვა. პირად საუბრებში მედიას მაშინ უთხრეს, რომ ფერმიდანაც კი დაითხოვა ხალხი და მშენებლობაც კი შეაჩერა.
“მოზაიკას” ინფორმაციით სლავა შერაზადიშვილმა საქართველო აგვისტოში დატოვა. ამჟამად ის სლოვაკეთში იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ ტენდერებს დაბალი კონკურენციის პირობებში და მარტივად იგებდა მისი კომპანია, კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზებზე არაერთი მასალაა მომზადებული. მაგალითად:
· “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქარელში შესრულებულ სამუშაოებიდან 3 თვეში, რეაბილიტირებულ საფეხმავლო ბილიკზე არასწორად დაგებული ფილები აყარეს და ახლიდან დააგეს.
· არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო, კი თამარ მეფის ქუჩის მაცხოვრებელს საცხოვრებელი და კომერციული ფართი დაეტბორა.
· უხარისხოდ შესრულებული აღმოჩნდა საცხოვრებელი კორპუსების გარეფასადებიც. მოსახლოება ჩიოდა, რომ წვიმის დროს, ბინებში წყალი შესდიოდათ.
· ვადაგადაცილებით აშენდა ქარელის აუზიც, რასაც მაშინ ქარელის მერია ასე ხსნიდა, “აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. ასეთი რამ ნებისმიერი მშენებლობის დროს ხდება”.
ასევე, მოზაიკას ცნობით, 2024 წლის არჩევნებზეც, სლავა შერაზადიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის აფინანსებდა – აორგანიზებდა სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიება პარტიის მარალჩინოსნებიც ესწრებოდნენ – ირაკლი კობახიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ შერაზადიშვილის ორგანიზებით, წინასაარჩევნოდ ძლევიჯვარში გამართულ ტურნირს ანრი ოხანაშვილთან, სოზარ სუბართან, გრიგოლ ლილუაშვილთან, ვახტანგ გომელაურთან და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ესწრებოდა. ტურნირის შემდეგ კი, ძლევიჯვარში შერაზადიშვილის ფერმას სტუმრობდა და მას დიდი პატივისცემით, ინვესტორსაც უწოდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ