ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები, რომლებიც ფილარმონიასთან იყვნენ შეკრებილი მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მათ ასევე შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომელთაც ევროკავშირის საელჩოდან აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით ფილარმონიასთან მივიდნენ.
ასევე, აქციის მონაწილეებს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განუმარტა, რომ ისინი საფეხმავლო გზაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამოძრაო ზოლში შეძლებდნენ მოძრაობას.
მსვლელობას მიჰყვება საპოლიციო ძალაც.