სოფელ კაკაბეთში 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, 34 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცს მისი ოჯახის წევრებმა მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის ცოტა ხნის წინ საფრანგეთში იმყოფებოდა, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში.
მათივე თქმით, ის მუდმივად დასაქმებული იყო და რაიმე საეჭვო ქცევა მისთვის არ შეუნიშნავთ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ურიადმყოფელი: თუ გონს არ მოეგები დროულად, 30 წლის შემდეგ აქაც ჩამოვლენ სხვა ქვეყნის დიქტატორები და ივანიშვილების სამეფო ოჯახთან ერთად მოოქროვილ დარბაზებში იზეიმებენ საქართველოს “სუვერენიტეტს”. შენ კი იჯდები ჩეჩმაში