“მალე ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ხმელეთზე დავიწყებთ” – ტრამპი

მალე ნარ­კო­ტი­კე­ბის კონ­ტრა­ბან­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ხმე­ლეთ­ზე და­ვი­წყებთ, – ამის შე­სა­ხებ -ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.
-ის პრე­ზი­დენ­ტმა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვას უპა­სუ­ხა.
„ზღვი­დან შე­მო­მა­ვა­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის 96% გა­ვა­ნად­გუ­რეთ. ყო­ვე­ლი ნავი, რო­მელ­საც ხე­დავთ, რომ ფეთ­ქდე­ბა, 25 000 ამე­რი­კე­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს. ახლა ხმე­ლეთ­ზეც ვი­წყებთ და ხმე­ლეთ­ზე ეს ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვია. კო­ლუმ­ბი­ა­ში სულ მცი­რე სამი კო­კა­ი­ნის სა­წარ­მოა. ეს კი­დევ სხვა ქვე­ყა­ნაა“, – გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.
ასე­ვე, მისი თქმით, „დარ­ტყმე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ­ლებ­საც ნარ­კო­ტი­კე­ბი აშშ-ში შე­აქვთ“.
„საქ­მე მხო­ლოდ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში დარ­ტყმებს არ ეხე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში არ იყოს, არა­მედ შე­საძ­ლოა, დარ­ტყმე­ბი იმ სა­ში­ნელ ადა­მი­ა­ნებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­მელ­თაც ნარ­კო­ტი­კე­ბი აშშ-ში შე­მო­აქვთ და ჩვენს ხალ­ხს კლა­ვენ“, – აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ