ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის – Reuters

აშშ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის, – ინფორმაციას Reuters-ი ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
-ის მიერ ბელარუსულ კალიუმზე (პოტაში) დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ ს წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას გამოაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს ბელორუსისთვის აშშ-ს მხრიდან გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში კიდევ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, – განაცხადა კოულმა.
ასევე, კოულის თქმით, ლუკაშენკოსთან სა და რუსეთს შორის ომის და ვენესუელის საკითხიც განიხილა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მომავალზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ სვლა აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს“, – აღნიშნა კოულმა.
www.interpressnews.ge