ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა

ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში