დიმიტრი პესკოვი – უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ ერთი ტყუილი იქნება – ჩვენ მშვიდობისთვის ვმუშაობთ

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა კიდევ ერთი ტყუილი იქნება – ჩვენ მშვიდობისთვის ვმუშაობთ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობის მისაღწევად ვიმუშაოთ და არა ცეცხლის შეწყვეტისთვის. ცეცხლის შეწყვეტა შესვენებაა, კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი დროის გაჭიანურებაა. საჭიროა მშვიდობა“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, უკრაინაში ტერიტორიების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მიზნით ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგება.
„თუ საუბარია იმის შესახებ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ან ფრონტზე პაუზის საბაბი შეიქმნას, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს