უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებსა და რუს ოკუპანტებს შორის 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტები ყველაზე აქტიურად კუპიანსკის მიმართულებით უტევდნენ.
“გასული დღის განმავლობაში 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში, მტერმა განახორციელა 3 სარაკეტო (S-300 ტიპის მართვადი რაკეტებით დონეცკის ოლქის ნოვოგრადივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე) და 4 საჰაერო დარტყმა. ასევე, განახორციელა 58 შეტევა სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე. რუსული ტერაქტების შედეგად, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. განადგურდა და დაზიანდა 40-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა,” – ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ უკრაინელები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ საოკუპაციო ჯარებსა და მათ ტექნიკას.