არქიმანდრიტი: “რუსთაველზე ვიქნები დღეს – ს მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც”

“რუსთაველზე ვიქნები დღეს – ს მონობას, ერის ღალატს, ციხეც სჯობს და სიკვდილიც – ამის შესახებ არქიმანდრიტი, ილია თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.

დღეს ტროტუარზე დგომას გვიკრძალავენ, ხვალ – ფეისბუკზე ხელისუფლების კრიტიკას აგვიკრძალავენ, ზეგ გვაიძულებენ, რუსეთიც და რუსეთს დამონებული ხელისუფლებაც ვაქოთ…

ასე თუ გაგრძელდა, ბოლოს აღარაფერს მოგვთხოვენ — უბრალოდ აღარავინ დარჩება სიმართლის მთქმელი.
ღირსეულებს ჩასვამენ ციხეში, ან მოკლავენ. დანარჩენი კი ყველა იქნება – ერთი, ერთნაირი; პუტინის, ბიძინას, კობახიძის… ერთხმაში მაქებარი.
როგორ დაგვცინიან, როგორ დაგვიმონეს და როგორ შეირგო ბევრმა ეს მონობა — ერმაც და ბერმაც.
ჩვენი გმირების მკვლელთან — პუტინთან დგას. ამაზე დუმილი? ერის ღალატია…
ვისაც საქართველო უყვარს – დღეს რუსთაველზე” | წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი, ილია თოლორაია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!