სლოვაკეთი კულტურის სფეროში თანამშრომლობას განაახლებს რუსეთთან და ბელორუსთან

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო აპირებს განაახლებს რუსეთთან და ბელორუსთან თანამშრომლობა, რომელიც შეჩერებულია 2022 წლის მარტიდან, ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყების ხელმძღვანელმა მარტინა შიმკოვიჩოვამ.
როგორც სლოვაკური გამოცემა Pravda აღნიშნავს, შიმკოვიჩოვა კოალიციურ მთავრობაში წარმოადგენს პრორუსულ, ს ნაციონალურ პარტიას.
„მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტია და, ჩვენი აზრით, ამის გამო ხელოვანები და კულტურა არ უნდა დაზარალდნენ“, – განაცხადა შიმკოვიჩოვას სიტყვებზე დაყრდნობით სამინისტროს პრესმდივანმა.
დოკუმენტი, რომელიც ძალაშია 2022 წლის მარტიდან, უკრძალავს სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს და მის თანამშრომლებს რაიმე სახის ურთიერთობას რუსეთისა და ბელორუსის ინსტიტუციებთან. დოკუმენტის მიხედვით, შესაძლებელი იყო თანამშრომლობა რუსეთისა და ბელორუსის ცალკეულ მოქალაქეებთან, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული რუსეთის ხელისუფლებასთან და „არ უჭერდნენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას“.
სლოვაკეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნატალია მილანოვამ ადრე განაცხადა, რომ აკრძალვა არ ნიშნავდა რუსული კულტურის სრულ აკრძალვას სლოვაკეთში, სადაც რუს და ბელორუსი მხატვრებსა და ხელოვანებს, რომლებიც არ ასოცირდებოდნენ ოფიციალურ მოსკოვთან, კვლავინდებურად შეეძლოთ გაემართათ წარმოდგენები. ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით მოიხსნა სწორედ ეს შეზღუდვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობაზე.
სლოვაკეთში ხელისუფლება შეიცვალა 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად. ხელისუფლებაში მოვიდა პოპულისტურ-ნაციონალისტური კოალიცია რობერტ ფიცოს მეთაურობით, რომელმაც მალევე შეწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ხშირად ლაპარაკობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ და ამტკიცებს, რომ უკრაინას ომის მოგების შანსი არ აქვს. ამ საკითხისადმი ფიცოს დამოკიდებულება ძალიან ახლოსაა მეზობელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს პოზიციასთან.
მომავალ კვირას უჟგოროდში უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები ფიცოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს შორის. შეხვედრის წინა დღეს ფიცომ თქვა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრს ეტყვის, რომ სლოვაკეთი დაბლოკავს უკრაინის ნატოში შესვლას, რადგან, მისი თქმით, ეს წარმოადგენს „მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს“. ფიცომ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინისათვის „არარეალურია“ რუსეთისგან მის მიერ ოკუპირებული სა და დონბასის ტერიტორიების დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ