ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და მაღალი შეფასება – “უოტფორდმა” გასვლაზე “ბრისტოლთან” ქულები გაიყო [VIDEO]

ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბრისტოლს“ დაუზავდა – 1:1.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველი კარგად გაისარჯა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ერიდებოდა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა: flashscore 7.0, sofascore 7.0, whoscored 6.8.
შეგახსენებთ, პირველ წრეში „უოტფორდი“ „ბრისტოლთან“ სახლში 1:4 დამარცხდა და ჩაკვეტაძემ ჩემპიონატზე ჯერჯერობით ერთადერთი გოლი სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა.
„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 40 ქულით
მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 28 იანვარს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.
ბრისტოლი – უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 დელე-ბაშირუ (13, პენ), 1:1 ტვაინი (25)
უძლიერესი ლიგაა და ზოგადად ინგლისში კიდევ ყველაფერი, რაც გეხბურთს უკავშირდება, უმაღლეს დონეზეა, ფსიქოლოგიაც, ფიზმომზადებაც და თუ გინდა ადამიანთან ურთიერთობაც. ერთი თქვა ჩაკვემ, აქ დრო არ მაქვსო და ეგრევე უთხრეს, დრო გექნება შვილო, მოგვწონხარ, უბრალოდ ცოტა უნდა მოგვაძლიერებინე. და არ მოაძლიერეს?! ასეთი ჩაკვე როდის გახსოვთ?! მე მადლიერი ვარ უოტფორდის სტაფის. გიოსაც ეტყობა, რომ იქ ბედნიერია! წინ, პრემიერლიგისკენ, ბიჭებო! (ვთვლი, რომ ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავთ, გაძლიერება ყველა რგოლს ჭირდება საპრემიერლიგოდ, მაგრამ უკეთესი თავდამსხმელი ალბათ მაინც [ირვე;ი რიგის ა,პცამაა!

ასევე დაგაინტერესებთ