ყაზახეთი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსკასპიური პორტების მოდერნიზებას – თოყაევი

ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი ტრანპორტის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყაზახეთი განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ტრანსკასპიური პორტების მოდერნიზებას.
„ჩვენ ვქმნით ხელსაყრელ პირობებს გრძელვადიანი პროექტებისთვის. ჩვენ ასევე გვაქვს დიდი პოტენციალი ტრანსპორტის მიმართულებით, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით. ჩვენ ვმონაწილეობთ სატრანსპორტო სისტემების გაუმჯობესებაში რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან ერთად“, – განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”