იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. „შემოქმედებითი საქართველოს“ ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭის აღმოჩენა; საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და ლიტერატურული პროცესების გაძლიერება.
კომისიამ შეარჩია შემდეგი გამარჯვებულები:
საუკეთესო დებიუტი – „ბატი და ბუტი’’, პროექტის წარმდგენი: შპს ელფის გამომცემლობა, ავტორი: ლელა გვეტაძე.
საუკეთესო პროზაული წიგნი
• „მხიარული მატარებელი და სხვა ამბები’’, პროექტის წარმდგენი: შპს ელფის გამომცემლობა, ავტორი: თამარ ადამია.
• „წვიმის წვეთი პაკი’’, ავტორი და პროექტის წარმდგენი: აკაკი დაუშვილი.
• „შორეული მთების საიდუმლო’’, ავტორი და პროექტის წარმდგენი: გივი ჩიღვინაძე.
საუკეთესო პოეტური წიგნი – „,გაუმარჯოს, გაუმარჯოს“! ’, ავტორი და პროექტის წარმდგენი: ივანე ჩხიკვაძე.
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
• „მხიარული მატარებელი და სხვა ამბები“’, პროექტის წარმდგენი: შპს ელფის გამომცემლობა, მხატვარი: ლელა ცინაძე.
• „წვიმის წვეთი პაკი’“, პროექტის წარმდგენი: შპს ელფის გამომცემლობა, მხატვარი: მარიამ პაპუაშვილი.
საუკეთესო საბავშვო დრამატურგია – „,პარასკევს მოსაყოლი ზღაპარი’’, ავტორი და პროექტის წარმდგენი: ფიქრია ყუშიტაშვილი.
საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი – „რძესავით თეთრი, სისხლივით წითელი, პროექტის წარმდგენი: შპს ელფის გამომცემლობა, მთარგმნელი: რუსუდან ყოინაშვილი.
საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი – „დედა ენის კვალზე’’, პროექტის წარმდგენი: ნანა ჯოლოხავა, ავტორი: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი.
გამარჯვებული არ გამოვლენილა კატეგორიაში – „პრემია საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის”.
საკონკურსო პრემიის თანხამ შეადგინა 50 000 ლარი.




