ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და მაღალი შეფასება – “უოტფორდმა” გასვლაზე “ბრისტოლთან” ქულები გაიყო

ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ბრისტოლს“ დაუზავდა – 1:1.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველი კარგად გაისარჯა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ერიდებოდა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა: flashscore 7.0, sofascore 7.0, whoscored 6.8.
შეგახსენებთ, პირველ წრეში „უოტფორდი“ „ბრისტოლთან“ სახლში 1:4 დამარცხდა და ჩაკვეტაძემ ჩემპიონატზე ჯერჯერობით ერთადერთი გოლი სწორედ იმ შეხვედრაში გაიტანა.
„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 40 ქულით
მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 3 ქულა აშორებს და 28 იანვარს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს.
ბრისტოლი – უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 დელე-ბაშირუ (13, პენ), 1:1 ტვაინი (25)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში